WP: აშშ ავღანეთიდან ათასობით სამხედროს გაიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ათასობით სამხედროს გაყვანას გეგმავს. ამის სანაცვლოდ, დაჯგუფება „თალიბანი“ „ალ-ქაიდას“ მხარდაჭერას, ასევე, საბრძოლო მოქმედებას შეწყვეტს.
ამის შესახებ გაზეთი Washington Pos-ი წერს.
Washington Post-ის ინფორმაციით, შეთანხმება, რომელიც „თალიბანს“ ავალდებულებს, ავღანეთის ხელისუფლებასთან გაცილებით ფართო სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყოს, შედეგად, ქვეყნიდან აშშ-ის კონტინგენტის 14 ათასიდან 8 000 – 9000 მდე შემცირებას გამოიწვევს.
გაზეთი წერს, რომ გეგმა მრავალთვიანი მოლაპარაკების შედეგია, რომელსაც „თალიბანთან“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მივლენილი ავღანური წარმოშობის დიპლომატი, ზალმაი ხალილზადი აწარმოებდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეთანხმება, შესაძლოა, საბოლოოდ, ავღანეთში სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდეს.
ამასთან, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ „თალიბანმა“ პროცესი გააჭიანუროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები