გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის ბირთვული იარაღი ევროპაში შეშფოთების იწვევს

რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტის 9М729 განადგურებაზე უარის თქმა, რომელიც, აშშ-სა და მისი მოკავშირეების აზრით, არ შეესაბამება სარაკეტო შეთანხმებას, ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხაიკო მასმა Redaktionsnetzwerk Deutschland-სთვის დაწერა.
„დიალოგისკენ არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა შეთანხმებასთან შეუთავსებელი სისტემების განადგურებაზე უარი თქვა. გარდა ამისა, ჩვენს მეზობლად უახლესი ბირთვული იარაღი განათავსა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
მასის თქმით, სულ უფრო იკარგება იდეა მსოფლიოში ბირთვული იარაღის განადგურების შესახებ.
„ხვალ რომ გავიღვიძებთ, განიარაღების შესახებ ერთ-ერთი წარმატებული შეთანხმება უკვე ისტორია იქნება“, – დაწერა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
2 აგვისტოს აშშ საშუალო და ნაკლები სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან ოფიციალურად გავა.
ხაიკო მასი ამბობს, რომ, თუ ვერ მოხერხდა შეიარაღების კონტროლის მსოფლიო არქიტექტურის ნგრევის შეჩერება, აღნიშნული მსოფლიოსთვის სერიოზული შედეგის მომტანი იქნება.
მისი თქმით, საჭიროა მკაფიო გეგმის შემუშავება. მაგალითისთვის მას 5 ელემენტი მოჰყავს, რომლიდანაც უნდა შედგებოდეს გეგმა; მათ შორის არის საერთაშორისო დღის წესრიგზე შეიარაღების კონტროლის დაბრუნება; ესკალაციის არიდება; რუსეთსა და აშშ-ის დიალოგის მხარდაჭერა ევროპის საბჭოს მეშვეობით; ასევე, შეიარაღებაზე კონტროლი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები