NASA: ციმბირის ტყის ხანძრების კვამლი აშშ-სა და კანადამდე აღწევს (ვიდეო)

ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) იტყობინება, რომ ტყის ხანძრების კვამლი, რომლებიც ციმბირში მძვინვარებს, აშშ-ის ალასკას შტატამდე, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირომდე სიეტლის ჩათვლით აღწევს.
სააგენტო Ozone Mapping and Profiler Suite of instruments (OMPS) თანამგზავრის Suomi NPP-ის მიერ მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
NASA-მ 23-30 ივლისის პერიდოში რუსეთში ხანძრის 262 067 კერა დააფიქსირა, კვამლი კი, სააგენტოს გათვლით, 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, აშშ-სა და კანადამდე მიაღწევს.
რაც შეეხება ტყის ხანძრებს, რომლებიც ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთშია – დაახლოებით, ორი კვირაა, მძვინვარებს. ამ ხნის განმავლობაში ხანძრის გავრცელების არეალი 3,7 მლნ. ჰექტარს მიაღწია.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა კრასნოიარსკის მხარეში 10 თვითმფრინავისა და 9 ვერტმფრენის გაგზავნა. თუმცა, რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ზომა ვითარებას ვერ გააუმჯობესებს, რადგან ყველაფერი დაგვიანებულია.
გვიან ღამით კი რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპმა კოლეგას ხანძრის ქრობაში დახმარება შესთავაზა.
პუტინმა ტრამპს აცნობა, რომ ციმბირში მძლავრი საავიაციო დაჯგუფებაა შექმნილი, რომელიც ხანძართან ბრძოლაში ჩაერთვება.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის დახმარებით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები