სალომე ზურაბიშვილი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას უერთდება

საქართველოს პრეზიდენტი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას უერთდება.
„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ დღევანდელი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის გლობალურ კომისიას შეურთდა, რომელიც იკვლევს ენერგეტიკის ეფექტურობის განვითარების დაჩქარებას ახალი და მძლავრი ქმედებებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს, ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალური კომისიის მეოცე წევრია. კომისიის საპატიო თავმჯდომარე ირლანდიის პრემიერმინისტრი – ლეო ვარადკარია. კომისიის ახალი შემადგენლობა მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, უმსხვილესი ბიზნესის აღმასრულებელ ხელმძღვანელებსა და ლიდერებს ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. მომავალი წლის სამოქმედო პოლიტიკისთვის წარმოდგენილი იქნება ზუსტი რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ენერგოეფექტურობის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენებს.„დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ფატი ბიროლმა.
„ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ძალისხმევის გასაუმჯობესებლად მიღწეულ იქნას მდგრადი ენერგეტიკის მიზნები“.
„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო“ მიიჩნევს, რომ, ენერგოეფექტურობის ზუსტი პოლიტიკით, 2040 წლისთვის გლობალური ეკონომიკის მოცულობა ორჯერ გაიზრდება და, ასევე, შეინარჩუნებს მოხმარების იმავე დონეს რაც არის დღეს.
„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” პროგნოზით, ეს პოლიტიკა მსოფლიოს მისცემს შესაძლებლობას, გარემოს დაბინძურების არსებული დონე 40%-ით და მეტით შემცირდეს, რათა საერთაშორისო კლიმატის მიზნები იქნეს მიღწეული უკვე არსებული ხარჯების დამზოგავი ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად არჩევამდე, 2004-2005 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და 2016 წელს არჩეულ იქნა პარლამენტში. ის, ასევე, მუშაობდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურსა და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში. 2006-2015 წლებში იყო საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები