საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი, ბაჩო ხუროშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ბაჩო ხუროშვილმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტებმა დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ბაჩო ხუროშვილს შეკითხვებით მიმართეს და მისგან დეტალური პასუხები მიიღეს.
შეხვედრა სრულად ინტერაქტიული იყო. ძირითადი ინტერესი აკუმულირებული თანხის მიმდინარე პროცენტს, ამონაგებსა და საინვესტიციო საბჭოს სამუშაოს შეეხო.
გარდა ამისა, ისაუბრეს მთავარი რისკის ოფიცრისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის შესახებ.
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ სრულყოფილ ინფორმაცია მიაწოდა. საპენსიო სააგენტო კვლავ განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას და უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრა ბათუმში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები