სომალიში ტერაქტი მოხდა – ტერორისტმა თავი მერიის შენობაში აიფეთქა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ტერორისტმა თავი მერიის შენობაში აიფეთქა.
Garowe წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდა თუ არა ქალაქის მერი აფეთქების შედეგად.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ, სროლის ხმაც ისმოდა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები