სიცხის გამო, საფრანგეთში საფრთხის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოცხადდა – დაღუპულია 5 ადამიანი

საფრანგეთის 20 დეპარტამენტში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, საფრთხის ყველაზე მაღალი – წითელი დონე გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის შსს-ს Twitter-ის გვერდზე განთავსდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მაღალი სიცხის გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა, 27 -ს მძიმე მდგომარეობა დაუფიქსირდა, 371 ადამიანს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
ამასთან, საფრანგეთის 60 დეპარტამენტში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.
საფრანგეთის მეტეოსამსახურის მონაცემით, ქვეყნის ქალაქების დიდ ნაწილში, უახლოეს დღეებში, ანომალიური სიცხეები შენარჩუნდება.
საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის პირველი ტალღა ივნისის ბოლოს დაფიქსირდა, როდესაც რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები