ბადრი ჯაფარიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არცერთ პროექტს, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, პრობლემა არ შეექმნეს

„თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის და მამუკა ხაზარაძე ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არცერთ პროექტს, სადაც ისინი მონაწილეობენ, პრობლემა არ შეექმნეს. როგორც მან პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, განიხილება ყველა ნაბიჯი, რომელიც საინვესტიციო გარემოსა და პროექტების შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკასა და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომლებშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არცერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე ემუქრება. სამწუხაროდ, ყოველი ასეთი ბრიფინგი, რომელიც ტარდება, იწვევს აფორიაქებას მთელს საინვესტიციო სამყაროში. ჩვენ შევეცდებით, დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არცერთ ინსტიტუტს, სადაც ჩვენ ვართ, არანაირი საფრთხე ემუქრება. განვიხილავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუტებისა და პროექტების შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და განვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები