“რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ” – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ.
როგორც ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, ის უწყებაში იმდენჯერ გამოცხადდება, რამდენჯერაც დაიბარებენ.
“ვერავინ ვერავის შეაშინებს, რამდენჯერაც დამიბარებენ, მე იმდენჯერ მოვალ. არაფერს   გამოვრიცხავ, ანაკლიის პროექტი არ არის მამუკა ხაზარაძის პროექტი, ეს საქართველოს პროექტია”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს –  მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები