ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.
„მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ? – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
მანვე მედიასთან ბორდის შექმნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
“ულტიმატუმს რომ დააყენებთ, კაპრიზია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! რა უნდა გამიკეთოს ბორდმა. სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?,” – განუცხადა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტს.