მოლდოვის ახალი მთავრობა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებას არ გამორიცხავს

მოლდოვის ახალმა პრემიერმინისტრმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა დაალაგოს.
ამის შესახებ სანდუმ ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში გამოსვლის დროს განაცხადა.
„რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებისთვის ღია ვართ, თუმცა ჩვენი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ. ურთიერთობების დალაგება უნდა ვცადოთ“, – აღნიშნა მაია სანდუმ.
მოსკოვსა და კიშინიოვს შორის ურთიერთობა 2015 წლის ზაფხულს გაუარესდა, როდესაც მოლდოვის პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები