მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დააკავეს.
პოლიტიკოსი, ამჟამად, მოსკოვის პოლიციის საოლქო განყოფილებაში იმყოფება.
ნავალნის ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსს ბრალად საჯარო ღონისძიების გამართვის დადგენილი წესის განმეორებითი დარღვევა ედება. თუმცა, დაზუსტებული არ არის, რომელი ღონისძიება იგულისხმება.
მანამდე, ალექსეი ნავალნი მომხრეებს მოსკოვის მერიასთან 27 ივლისს მასობრივი აქციის გამართვისკენ მოუწოდა, რომ მოხდეს მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება.
ნავალნი არ გამორიცხავდა, რომ აქცია უვადო ხასიათს მიიღებდა.
არჩევნებზე არდაშვებული დამოუკიდებელი კანდიდატები აცხადებენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში მერიასთან პიკეტებს მოაწყობენ ლოზუნგით „დაუშვი“. ხელისუფლება კი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას „პოლიტიკური შანტაჟის მცდელობად“ აფასებს.
უკანასკნელად ნავალნიმ საპატიმრო 11 ივლისს, ათდღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. მაშინ პოლიტიკოსი ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები