ანტალიაში ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც 25 ტურისტი იმყოფებოდა.
Anadolu-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები, რომლებმაც სხვადასხვა სახის ტრავმა დამსხვრეული მინებისგან მიიღეს.
მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები