აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პირველი არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიურო გაიხსნა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიურო გაიხსნა, რომელსაც არქიტექტორი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი გიორგაძე უხელმძღვანელებს.
კვლევითი-საპროექტო ბიუროს მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს კვალიფიციური განათლების მიღებაში, რომელსაც ისინი პროფესიულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენებენ.
„უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა არქიტექტურის კვლევითი-საპროექტო ბიურო, რომელიც პირველია საქართველოში ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე. ბიუროს 100%-იანი დამფუძნებელია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. კვლევითი ბიუროს მიზანია, შეასრულოს საპროექტო-ორგანიზაციული ფუნქციები, დაეხმაროს არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის შეძენასა და პროფესიული უნარების განვითარებაში. ბიუროს მთავარი ფუნქციაა საპროექტო საქმიანობა, რომლის შესაძლებლობები მზარდია, მოიცავს სამეცნერო-კვლევითი მიმართულების გაფართოებასა და, ამავდროულად, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, რაც დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს”, – განაცხადა კვლევითი-საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები