თამარ მახარობლიძე: მისასალმებელია ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედიამენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით

0

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე განმარტავს, რომ იმისთვის, ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, „რუსთავი2″ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა – თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია.
მისი თქმით, სარედაქციო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო პრინციპები და არა – კონკრეტული ადამიანები.
„მისასალმებელია ქიბარ ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედიამენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით. სარედაქციო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო პრინციპები და არა – კონკრეტული ადამიანები. გამოხატვის თავისუფლება სიცრუის გავრცელებას, შეურაცხყოფასა და ეთიკური სტანდარტების დარღვევას არ გულისხმობს. თუ გამოცდილი ადამიანები არ მოიწვიეს და მაღალი სტანდარტები არ დაიცვეს, ისევ იგივე სურათი გვექნება. იმისთვის, ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, „რუსთავი2″ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა – თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია”, – აცხადებს თამარ მახარობლიძე.

კომენტარები

კომენტარი