მამუკა ვასაძე: გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარმედგინა თავი

0

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან, მამუკა ვასაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.
როგორც ვასაძემ საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა, მისი პროფესიული გამოცდილება აძლევს იმის საფუძველს, რომ სურვილი გამოეთქვა მოსამართლეობის კანდიდატურაზე.
“რაც შეეხება მოტივაციას – ჩემიმა გამოცდილებამ – დაწყებული რიგითი გამომძიებლიდან და გაგრძელებული დღევანდელ პოზიციამდე, ასევე, იმ პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც ამ კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, ამ ყველაფერმა მომცა იმის შესაძლებლობა, სურვილი და მოტივაციაც, რომ წარმომედგინა თავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად”, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას დღეს სამი კანდიდატი გაივლის: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – მამუკა ვასაძე. მოსამართლე – მაია ვაჩაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – თამარ ზამბახიძე.

კომენტარები

კომენტარი