ინდოეთში, მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.
მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა ერთ დღეში ქალაქ კანპურსა და ფატეხპურში დაფიქსირდა. აქ სტიქიას ხუთ-ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას აღმოუჩენს.
რამდენიმე დღის წინ, ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ბავშვი იყო, დაშავდა 13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები