ინდოეთში, მეხის დაცემას 8 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, ბიხარის შტატში, მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 8 ბავშვია, 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას News Nation ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ეზოში წვიმაში თამაშობდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს.

ინდოეთის ინფორმაციის თავმოყრის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველწლიურად, მეხის დაცემის შედეგად, საშუალოდ, 2 ათასი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები