ბაღდათში ,,ღვინის არტფესტივალი ბაღდათის” პროგრამის პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის ინიციატივის ” მერები ეკონომიკური ზრდისთვის” თანამშრომელთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში, გაფართოებული ვორქშოპი, ევროპული გამოცდილების გაზიარებით შემუშავებული “ღვინის არტფესტივალი ბაღდათის” კონცეფციის და პროგრამის პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

თანამშრომლობის გაცვლის პროგრამის ფარგლებში, ინიციატივის სამდივნოს ხელშეწყობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი საერთაშორისო ფესტივალის დაგეგმვასა და პროგრამის შემუშავების პროცესში პოლონეთის ქალაქ კოსტრზინის და ევროპული მუნიციპალიტეტების გამოცდილებას გაეცნო და პრაქტიკოსის რჩევები გაიზიარა.

ეფექტურად დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალი გაზრდის მუნიციპალიტეტის ცნობადობას, მეტ სარგებელს მოუტანს სამიზნე ჯგუფებს, ადგილობრივ ტურისტულ ობიექტებს, საოჯახო მარნებს, საოჯახო სასტუმროებს, ადგილობრივ მწარმოებლებს და სხვა ეკონომიკურ აქტორებს. ვორქშოპს ადგილობრივი მეღვინეები,მეწარმეები, მუნიციპალიტეტის პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ტუროპერატორები, ადგილობრივი მოსახლეობა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ესწრებოდნენ.

შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგსაძეს პოლონეთის ქალაქ კოსტრზინის მერთან და ზვიად არჩუაძესთან ერთად მიჰყავდა, რომელიც ინიციატივის კოორდინატორია საქართველოსა და აზერბაიჯანში. შეხვედრაზე პოლონელმა სტუმრებმა ისაუბრეს მათი ქალაქის განვითარების ეტაპების შესახებ და ფესტივალების გამოცდილების პრეზენტაცია წარმოადგინეს, დამსწრე აუდიტორიას თავიანთი გამოწვევები და მიღწეული შედეგები გაუზიარეს. თავის მხრივ “ღვინის არტფესტივალი”-ს კონცეფციაზე ისაუბრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერმა თინა აბულაძემ. გაიმართა დისკუსია ფესტივალის ორგანიზების შესახებ. შეხვედრის დასასასრულს ქალაქ კოსტრზინის მერმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და მომდევნო წელს დაძმობილების მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები