არჩილ თალაკვაძე: საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე

„საარჩევნო რეფორმა არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მომავალზეა ორიენტირებული.

„საზოგადოებამ კარგად იცის, სად ვიყავით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, სად ვართ ახლა და როგორ მომავალს ვაშენებთ – ამის დასტური არის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერით ატარებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, რომელსაც, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, ვინც მხარს უჭერს ამა თუ იმ პარტიას, უფრო მეტი მონაწილეობის საშუალება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები