რუსეთის ნაკრებმა საქართველოსთან რაგბის ამხანაგურ მატჩზე უარი თქვა

რუსეთ-საქართველოს შორის რაგბიში ამხანაგური მატჩი, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, არ ჩატარდება.
ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესრელიზშია ნათქვამი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფედერაცია შეუძლებლად მიიჩნევს თბილისში თამაშის გამართვას ბოლო დროს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო.

„რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით აკვირდებოდა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილი პირების გამოსვლები  ხშირად საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს და შესაძლოა, ამ ქვეყანაში მყოფი პირებისთვის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის საფრთხისშემცვლელი იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები