მამუკა ბახტაძე “რუსთავი 2”-ზე: იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რა პროცედურებიც მას კანონით ეკუთვნოდა

იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რა პროცედურებიც მას კანონით ეკუთვნოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს “რუსთავი 2”- ის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, უწყების მხრიდან ეს არ იყო არჩევანი, ეს იყო ვალდებულება.
“სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება დასჯადია კანონით, გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ძალიან კონკრეტული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენი ოპონენტების ეს ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, მას რეალობასთან საქმე არ აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის რაც ჩათვალა, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რა პროცედურებიც მას კანონით ეკუთვნოდა. ეს არ იყო არჩევანი, ეს იყო ვალდებულება, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ შპს “რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები