იაპონიაში ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი დაშავდა.
The Japan Times-ის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი 41 წლის კაციც დაშავდა, ის, ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავემ სტუდიის შენობაში ბენზინი დაღვარა და ყვიროდა  – „მოკვდით!“.
სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილზე, ასევე, დანები იპოვეს.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის დროს სტუდიაში 70-მდე ადამიანი მუშაობდა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები