ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხო ქვეყნის კიდევ 9 მოქალაქეს მიანიჭა მოქალაქეობა, ვინც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში მონაწილეობდა.
აღნიშნულ 9 ადამიანს შორის საქართველოს მოქალაქეა ნუგზარ კანდელაკი.
დანარჩენი რვა არიან: სერგეი ალექსეევი, სტანისლავ გიბადულინი, სერგეი გნოევი, ანდრეი კოვნირენკო, ნიკიტა მაკეევი და დენის პროხოროვი.
გარდა ამისა, მოქალაქეობა მიენიჭა უკრაინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ალექსეი სივოხინმა და დიმიტრი ფომინმა.
მსგავსი გადაწყვეტილება ზელენსკიმ 28 ივნისსაც მიიღო.
მაშინ მოქალაქეობა 14 ადამიანს მიენიჭა, მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც: ლევან ხუციშვილი, მამუკა მუზაშვილი, მერაბ კონცელიძე, გიორგი კახნიაშვილი, თენგიზ ზანაძე და დავით გაჩეჩილაძე.
17 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას გაამარტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები