სააკაშვილი: პრეზიდენტმა ზელენსკიმ დილის 7 საათზე დამირეკა და მოქალაქეობა 2 საათში დამიბრუნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დილის 7 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ მოქალაქეობას 2 საათში დაუბრუნებდა.
სააკაშვილის თქმით, ასეც მოხდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ზელენსკიმ დილის 7 საათზე დამირეკა, გამაღვიძა და მეუბნება: მოქალაქეობას 2 საათში დაგიბრუნებო. და 2 საათში დამიბრუნა მოქალაქეობა, წუთი წუთზე. უკრაინაში ასეთ რაღაცას შეჩვეული არ ვიყავი, ეს გადასარევი რამეა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ის ზელენსკის არ შეხვედრია, რადგან „პრეზიდენტს ბევრი საქმე აქვს. მეც ბევრი ჩემი პრობლემა მაქვს“.
კითხვაზე, თქვენ დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი ხართ, და შეიძლება იყოთ თუ არა ზელენსკისთვის სასარგებლო მრჩეველი? სააკაშვილი ამბობს, რომ “მას ვუთხარი: თუ გინდა დილის 5 საათზე დამირეკე რჩევისთვის, სიამოვნებით დაგელაპარაკები. მართლა მგონია, რომ მას კარგი გეგმები აქვს. როგორც ადამიანი ძალიან მომწონს. რამდენჯერმე ვესაუბრე ტელეფონით. რასაც ეკრანზე ვუყურებ, მომწონს. მაგრამ, ძალიან მინდა, ის წარმატებული აღმოჩნდეს. 50 წლის ვარ და კიდევ ერთ იმედგაცრუებას მართლა ვერ ავიტან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები