სოფიო ქაცარავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობები, მისი კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი.
​„გაცნობითი შეხვედრა მქონდა საქართველოში ჩეხეთის ახალ ელჩთან, ბატონ პეტრ მიკისკასთან, სადაც განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი ასპექტი და სამომავლო დღის წესრიგი”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები