ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

„მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილებით“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პიტერ ლაუმ.
მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშს წლების წინ წართმეული ქონება დაუბრუნდეს.
„მოხარულები ვართ სტრასბურგის გადაწყვეტილებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშს დავუბრუნოთ ის უფლება, რაც მას 2017 წლის მარტში მიენიჭა – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
​ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, გავაკეთოთ ყველაფერი იმის შესაბამისად, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ბედნიერი ვარ მე, როგორც ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი. ძალიან კარგი დღეა მისთვის, ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლო თავისუფალია და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“, – განაცხადა პიტერ ლაუმ.
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები