აზერბაიჯანელი ექსპერტები: დავით გარეჯი საქართველოსთვის ნომერ პირველი პრობლემა არ არის, ქვეყანაში მალე გეოპოლიტიკური გიგანტების დაპირისპირება მოხდება

დავით გარეჯის საკითხის აქტიური განხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო წრეებში გრძელდება.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 14 ივლისს დავით გარეჯთან განვითარებული მოვლენები მესამე ძალის მხარდაჭერით საქართველოს ოპოზიციურმა პარტიამ განახორციელა, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა.
პოლიტოლოგები ფიქრობენ, „პროვოკატორებს იმედი ჰქონდათ, რომ აზერბაიჯანული მხარე საპასუხოდ ცეცხლს გახსნისა და ამ გზით აზერბაიჯანი მსოფლიოს წინაშე აგრესორად წარმოჩნდებოდა.
აზერბაიჯანელ პოლიტოლოგებს EADaily ესაუბრა.
პოლიტოლოგ არზუ ნაგიევის თქმით, „აზერბაიჯანი და საქართველო საზღვრის სადავო მონაკვეთსა და დელიმიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ორი ქვეყანა უმოქმედოდაა – არასწორია. მეტიც, ვფიქრობ, უახლოეს დროში დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი დასასრულს მიუახლოვდება. რაც შეეხება 14 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. ეს პირველი პროვოკაცია არ არის. ქართული მხარე რეგულარულად არღვევს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესებს, განსაკუთრებით მომლოცველები. ბოლო პროვოკაცია, ვფიქრობ, საქართველოს ოპოზიციური პარტიის მიერ არის მოწყობილი, რომელიც ცდილობს, ამ გზით საზოგადოების ყურადღება არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს. შესაძლებელია, ყველაფერი მესამე ქვეყნების მხარდაჭერით ხდება.
პროვოკატორებს იმედი ჰქონდათ, რომ აზერბაიჯანული მხარე საპასუხოდ ცეცხლს გახსნიდა და მსოფლიოს თვალში აგრესორად წარმოჩნდებოდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ინციდენტი დაგმო“, – აღნიშნა არზუ ნაგიევმა.
ბაქოს პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელი, ზაურ მამედოვი აცხადებს, რომ „საქართველოს და აზერბაიჯანს არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა, არამედ სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებთ. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიას დღეს ჩინეთისა და ევროპის გაერთიანებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს – ეს ქართველი ხალხისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა არ არის, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. ქვეყანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. არ არის გამორიცხული, უახლოეს დროში საქართველოში გეოპოლიტიკური გიგანტების დაპირისპირება ვიხილოთ. მსოფლიო ყურადღება უკრაინის კონფლიქტიდან შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთით გადაინაცვლებს. არავისთვის   არის საიდუმლო, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აქვს. რუსეთი კი  საქართველოში აშშ-ის ყოფნას არ დაუშვებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები