20-21 ივლისს, “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, საქართველოს აფროსნობის ფედერაცია შეჯიბრებას ჩაატარებს
20-21 ივლისს ფოთში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით, საქართველოს აფროსნობის ფედერაცია საკლუბო პირველობაში მოზარდებს შორის შეჯიბრებას ჩაატარებს, სადაც ერთმანეთს ფოთისა და თბილისის საიალქნო კლუბები დაუპირისპირდებიან. როგორც “კვირას” აფროსანობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დევი ქიტუაშვილიმა განუცხადა, რბოლა “ლაზერისა” და “ოპტიმისტის” საერთაშორისო კლასებში ჩატარდება. “შეჯიბრება გაიმართება შაბათ-კვირას ფოთში ,საწყალოსნო სპორტის ბაზაზე, ფოთისა და თბილისის საიალქნო კლუბების მონაწილეობით. რბოლა “ლაზერისა” და “ოპტიმისტის” საერთაშორისო კლასებში გაიმართება. რაც შეეხება მხარდამჭერებს, შეიძლება ითქვას, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არის პროექტის მთავარი სპონსორი. წელს კომპანია აღჭურვილობის განახლებაში დაგვეხმარა”, – აღნიშნა დევი ქიტუაშვილმა. ცნობისათვის, საქართველოს აფროსნობის ფედერაცია აქტიურად 2011 წლიდან საქმიანობს და ამ წლების განმავლობაში, მისი ორგანიზებით, არაერთი შეჯიბრი და სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება.