ათეა-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს

0

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმა, ასოციაციის თანამშრომლებთან – ტატიანა ბოკუჩავასა და ავთანდილ ოსეფაიშვილთან ერთად, ევროკავშირის პროექტის – “მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა.​
​როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, პროექტი, რომელიც ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტს – ლანჩხუთს, ფოთს, ქობულეთსა და ბათუმს მოიცავს, ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, ასევე, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.​
ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და მერიის თანამშრომლებს პროექტის მიმართულებები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
​ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია პირველი ადგილობრივი სემინარის გამართვა, სადაც ათეა-ს წარმომადგენლები პროექტის პრეზენტაციას წარადგენენ და, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე, დარგის ექსპერტებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელებენ.
პროექტი “მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი