იაპონიაში ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა (ვიდეო)
იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, მანამდე 12 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ამის შესახებ იფნორმაციას Associated Press-ი ქვეყნის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ანიმაციის სტუდიაში ხანძარი დღეს გაჩნდა.
როგორც ტელეარხი NHK თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა ისმოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაახლოებით 41 წლის კაცმა შენობას, სავარაუდოდ, ბენზინი შეასხა და მოუკიდა.
მომხდარის გამოძიება დაიწყო.