იაპონიაში ანიმაციის სტუდიაში ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის სტუდიაში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა.
სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიან შენობას გაუჩნდა.
ტელეარხი NHK თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა ისმოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაახლოებით 41 წლის კაცმა შენობას, სავარაუდოდ, ბენზინი შეასხა და მოუკიდა.
მომხდარის გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები