სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ცნობილია

0

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გამოქვეყნდა.
დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.
„რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს”, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი