კახა კალაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე: რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დავექვემდებაროთ

0

თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ დღეს რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ, ყველა ვალდებულია მიიღოს და დაექვემდებაროს მას.
„რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და დავექვემდებაროთ”, – ამბობს კალაძე.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე გამოაქვეყნა ევროსასამართლოს ვებ-გვერდზე.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ სახელმწიფოსთან ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევას დავობს. საქმე ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლების, საკუთრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების მუხლებს. ამასთან, სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ ითხოვს, რომ საკუთრებისა და გამოხატვის უფლების მუხლებთან ერთად დადგინდეს მე-18 მუხლის დარღვევა, რაც არალეგიტიმური (დაფარული) მიზნით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი