გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა

0

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა CENN-ის მიერ აქტიური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა.
ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა მასწავლებლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, განსაკუთრებით ყურადღება იმ აქტივობებზე გამახვილდა​, რომლებშიც მასწავლებლებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა.
ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა, ასევე, ატმოსფერული ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი – www.air.gov.ge, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჯიმში მიმდინარეობდა და მასწავლებლებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი