სერგეი ლავროვი “თანდათან საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას” იმედოვნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების ქმედებით არის გამოწვეული, რომლებსაც ვიწროპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.
მისივე თქმით, თანდათან საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დალაგდება.
ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა რუს ხალს მტრად არ აღიქვამს. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ზოგიერთი პოლიტიკოსი ანტირუსულ რიტორიკაში ეჯიბრება ერთმანეთს საკუთარი ვიწროპოლიტიკური, კონიუკტურული მიზნებისთვის. დარწმუნებული ვარ, თანდათან ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა აღდგება“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესება საქართველოში 20 ივნისს მართლმადიდებელთა საერთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. გავრილოვმა ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაიკავა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. ეს ფაქტი ქართული საზოგადოების აღშფოთების საგანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები