ნაზი ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოში ლობირებენ ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე სწრაფად დღის წესრიგში ვერ მოხვდებოდა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოში კლანია, რადგან, მისივე განმარტებით, მოსამართლე ილონა თოდუას საკითხი ასე სწრაფად დღის წესრიგში ვერ მოხვდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ილონა თოდუა ოთხ წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ის ყოველთვის გამოირჩეოდა სიჩუმით.
„ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ილონა თოდუა ვერ მოხდებოდა დღეს ასე სწრაფად დღის წესრიგში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხვალ უკვე ვიწყებთ გასაუბრებას. ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი იბრძოლებს ბოლომდე, რათა თავისი ხალხი, ილონა თოდუები და სხვები და სხვები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურად იხილონ.
ილონა თოდუა ოთხ წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მას, ფაქტობრივად, ხმა არ ამოუღია. მე ვესწრებოდი მაშინ სხდომებს და ვაკვირდებოდი, როგორ მიდოდა პროცესი. ის იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ადამიანი სიჩუმით, როგორიც დღეს გვყავს ხარებავა, სარგებლობდა თუ ცდილობდა, რომ აი ამ ფორმატით ემუშავა და ასე მიეღო გადაწყვეტილებები“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას მართავს. სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის თანახმად, 11 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა მოსამართლე ილონა თოდუას განმარტებები ნაზი ჯანეზაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები