ვერტმფრენი და წარმატებული ოპერაცია ყაზბეგში – მაშველებმა მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები. რთული რელიეფისა და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით.
მაშველების დახმარების შედეგად ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები