„არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებასა და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში”

განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ბუქები“ ისევ დაურიგდებათ მოსწავლეებს, რომლებიც იქნება მაღალტექნოლოგიური და ელექტრონული პროგრამებით აღჭურვილი, რაც აუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
“რა თქმა უნდა, “ბუქები” დაურიგდებათ ბავშვებს. მისვამენ ხოლმე კითხვას, ხომ არ მოხდება „დედა ენის“ „ბუქებით“ ჩანაცვლება? თავისთავად, „ბუქები“ დაურიგდებათ ბავშვებს, რომლებიც იქნება მაღალტექნოლოგიური და გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებასა და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. მეორე სტრატეგია, რასაც ვაკეთებთ, არის სკოლებში ტექნოლოგიების შეტანა, ბავშვებისათვის „ბუქების“ დარიგება, რომელიც არის სხვადასხვა საგანმანათლებლო ელექტრონული პროგრამით აღჭურვილი, რაც აუმჯობესებს სწავლების ხარისხს. ეს ყველაფერი სწორედ იქეთაა მიმართული, რომ დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ამის პარალელურად ვიყუროთ წინ”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები