“თავად გოგებაშვილი ამბობს რომ “დედაენის” შედგენასა და გაუმჯობესებაზე ათჯერ უფრო მეტ დროს მის დაცვას ანდომებდა, ასე რომ არ არის გასაკვირი თუ ჩვენს დროშიც სჭირდება დედაენას დაცვა”

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, “დედაენის” როგორც ფასეულობის დაცვა, მისი ოფიციალურ საგანმამანთლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი და ეს არის იუნესკოს მოთხოვნაც.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ “აი ია”-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული და იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი დედაენა შევა სკოლებში, სადაც გათვალისწინებული იქნება თანამედროვეობაც. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ვულოცავ მთელ საქართველოს!
ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები, განვითარება, თანამედროვე ცოდნა და ამავდროულად უაღრესად დიდი საგანმანათლებლო ტრადიციების და ფასეულობების დაცვა, რასაც წარმოადგენს “დედაენა” და მისი დაცვა და მოვლა სწორედ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი, რასაც მიუთითებს და ითხოვს იუნესკო და ამ პრინციპს დაეფუძნა კიდეც ჩვენს მიერ მიღებული კანონის მოთხოვნაც”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები