თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, უდაბნოს, მონასტრის, პაპაშვილის, შალიკაშვილის, გვირილების, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აფაქიძისა და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის, კრწანისისა და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირისა (ნაწილობრივ) და ქინძმრაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, კავსაძის, მოსაშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რაზიკაშვილის, კვალეთის, საინგილოს, კაიშაურის, სამრეკლოს, ახალუბნის, გუმბრის, ოძისისა და შაქრიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გიორგი გურგენიძის, ქურდიანის, ცოტნე დადიანის, გრომოვის, ვეშაპურის, მეუნარგიასა და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ავალიშვილის, ფირცხალავასა და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები