მამუკა ბახტაძე: ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად დასახელდა

გილოცავთ, საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დღეს მიუნხენში საქართველო დასახელდა ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად“, – წერს მამუკა ბახტაძე „ფეისბუქში“.

დღეს მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. საქართველოს გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები