ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს პრემიერი და განათლების მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ენა ყოველდღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!“, – წერს ლევან ბერძენიშვილი „ფეისბუქზე“.

სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა. სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნებასთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები