ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი საქართველოში – საქართველოს დელეგაციის წევრები პირველ კომენტარებს აკეთებენ (ვიდეო)

დღეს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, რომელთა შორის საქართველოც აღმოჩნდა.

ჩვენი ქვეყანა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, ჩეხეთთან და იტალიასთან ერთად უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინლობის შესახებ.

საქართველოს მასპინძლობის უფლების მიღება მიულოცა ასევე ფიბა ევროპის პრეზიდენტმა ტურგაი დემირელმა.

„მინდა მივულოცო საქართველოს ეს წარმატება. მე ვიცი, როგორი ვნებიანი გულშემატკივრები არიან ქართველები და როგორი პოპულარულია სპორტის ეს სახეობა საქართველოში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში შესანიშნავი ტურნირი გაიმართება. ეს ასევე მოიტანს ახალ საკალათბურთო დარბაზებს, კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს გააჩენს ქვეყანაში, სადაც საკალათბუთო ტრადიცია ძალიან ძლიერია“, – განაცხადა დემირელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

„ვბრუნდებით საქართველოში პოზიტივით, რადგან საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძელი გახდა. ამით საქართველო ევროპული სპორტის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა წევრებმაც.

 „ასეთი დიდი ტურნირი საქართველოში ჯერ არასდროს ჩატარებულა და მიხარია, რომ ასეთ წასრმატებას მივაღწიეთ. ეს საქართველო კალათბურთის ფედერაციის დიდი შრომის შედეგია და ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეაზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები