გიორგი ჭიჭინაძემ მესტიელებს დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭიჭინაძემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

როგორც ,,კვირას” საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ჭიჭინაძემ მესტიის მუნიციპალიტეტისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო.

მათივე ინფორმაციით, მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები