სალომე ზურაბიშვილი ევრობასკეტის საქართველოში ჩატარებაზე – ჩვენ ეს შევძელით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრობასკეტი 2021-ის საქართველოში ჩატარებას ეხმაურება და “ტვიტერში” პოსტს აქვეყნებს.
“ჩვენ ეს შევძელით! ევრობასკეტი 2021-ს საქართველო უმასპინძლებს!” – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს მიუნხენში ფიბა-ს კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, მათ შორის არის საქართველოც. თბილისი ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც კონტინენტის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ტურნირი 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება.კონტინენტის ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები