სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში საქართველოზე ვიდეორგოლი წარადგინა – საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს(ვიდეო)

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გაიმართება.
მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.
აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა.
მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინლობის შესახებ.
ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნი თორნიკე შენგელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები