2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2021 წელს საქართველოში ჩატარდება, – ამის შესახებ ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი 2021-ის კენჭისყრაზე გახდა ცნობილი.
დღეს მიუნხენში ჩატარებულ კენჭისყრაზე 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, მათ შორის არის საქართველოც.
თბილისი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც კონტინენტის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ.
ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ტურნირი 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება.კონტინენტის ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატია ევროპაში, რომელიც ტარდება „ფიბა ევროპის“ ორგანიზებით. ევრობასკეტი პირველად 1935 წელს ჩატარდა და 1947 წლიდან დაწყებული დღემდე ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები