აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური: საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პროვოცირება მოახდინეს

საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის “შამკირის” სასაზღვრო ჯგუფის წინააღმდეგ ინციდენტის პროვოცირება მოახდინეს, – ასე შეაფასა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის პრესსამსახურმა დავით-გარეჯაში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი.
მათი ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
„სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მიიღეს შესაბამისი ზომები, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა”, – აცხადებენ უწყებაში.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კი ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს და მომხდარის შესახებ განმარტებები მოსთხოვეს.
​მედიის ცნობით, ინციდენტი ერთობლივად იქნა გამოძიებული და მხარეებმა საჭირო ზომები განიხილეს იმისათვის, რომ მომავალში ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილება იყოს შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები