გურამ მაჭარაშვილი: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა

„ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, რაც ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მოლაპარაკების შედეგად აღმოიფხვრა. ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას,  დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.
„მინდა მივმართო საზოგადოების ყველა იმ ნაწილს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული,  დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას მივცეთ საშუალება, მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიაღწიოს შეთანხმებას. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ინციდენტები პროცესს ხელს ვერშეუშლის. რაც მთავარია, ამ საკითხს საზოგადოება პრაგმატულად უნდა მიუდგეს, რათა ხელი არ შეეშალოს ორ ქვეყანას შორის დემარკაციის პროცესს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პრობლემა საბჭოთა პერიოდიდან მოდის, ანუ, ეს არ არის ხანმოლკე პროცესი, ის გარკვეულ დროს პრაგმატული პოლიტიკას საჭიროებს. ეს  არ ნიშნავს პოზიციების დათმობას.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის პოზიციების გათვალისწინებით, მხარეები მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ.
დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მშვიდი ვითარებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები